წერილი საიქიოდან

წერილი საიქიოდან

   ცოლ-ქმარმა ერთად დასვენება გადაწყვიტა, მაგრამ ქმარი კურორტზე ერთი დღით ადრე ჩავიდა. ჩავიდა, იქირავა ნომერი, სადაც იყო კომპიუტერი და შესაბამისად, ინტერნეტიც.
  ქმარმა გადაწყვიტა, ცოლისთვის წერილი მიეწერა, მაგრამ მისამართი არასწორად აკრიფა... სულ რაღაც ერთ ასო-ბგერაში შეცდა.

  ამგვარად, წერილი მივიდა ქალთან, რომელმაც ქმარი ზუსტად იმ დღეს დაკრძალა. ქვრივმა რატომღაც გადაწყვიტა, რომ ელფოსტა შეემოწმებინა. იქ რამდენიმე წერილი იყო, მათ შორის, მისასამძიმრებლებიც, მაგრამ ერთის სათაური ძალიან უცნაურად მოეჩვენა: "ჩემს ცოლს, რომელიც ჯერ კიდევ სახლშია".

  ამ დროს ოთახში ქვრივის ვაჟი შევიდა და დაინახა, გაფითრებული დედა სკამიდან ნელ-ნელა როგორ ცურდებოდა. ვაჟი მივარდა და მონიტორს მიაშტერდა: "ძვირფასო! ვიცი, არ გიფიქრია, რომ მოგწერდი, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, აქ კომპიუტერიც არის და ინტერნეტიც! უბრალოდ, მინდოდა მეთქვა, რომ კარგად ჩამოვედი.
  დავრეგისტრირდი. ჩვენები ვნახე. კარგად არიან და შენს ჩამოსვლას ელოდებიან. მეც მოუთმენლად გელოდები. იმედი მაქვს, ისევე მშვიდობით ჩამოხვალ, როგორც მე! მოუთმენლად გელი!"
"შემოდი და იხალისე" ზრუნავს შენი საუკეთესო განწყობისთვის!!!

ქართული სატელევიზიო არხები