- საუკეთესო რჩევები - 

 

ამ გუნდების თამაშებში, თავის ქვეყნის რიგითი საკალენდარო შეხვედრებისას, ძალიან ხშირ შემთხვევაში გადის 2,5-ზე მეტი და ნაკლები გოლები:

ინგლისი

  1. მანჩესტერ იუნ. (სახლში) - 2,5-ზე მეტი
  2. ტოტენჰემი (სტუმრად) - 2,5-ზე მეტი

ესპანეთი

  1. ბარსელონა (სტუმრად) - 2,5-ზე მეტი

გერმანია

  1. ლევერკუზენი (სტუმრად) - 2,5-ზე მეტი

საფრანგეთი

  1. ბასტია (სახლში) - 2,5-ზე მეტი

ჰოლანდია

  1. პსვ ეინდჰოვენი (სახლში) - 2,5-ზე მეტი

პორტუგალია

  • მარიტიმუ (სახლში) - 2,5-ზე ნაკლ.

შვეიცარია

  1. სერვეტი (სახლში) - 2,5-ზე ნაკლ.

საქართველო

  1. დინამო თბილისი (სახლში) - 2,5-ზე მეტი

 

     ტოტალიზატორში თამაში ქართულ მენტალიტეტს ყველაზე კარგად შეესაბამება. ტოტალიზატორში, იგივე კაზინოსაგანს განსხვავებით, მთელი სათამაშო პროცესის წარმმართველი უშუალოდ მოთამაშეა და მხოლოდ მასზეა დამოკიდებული ფსონიცა და გამარჯვების შანსებიც.



ვითამაშოთ თუ არა "პირამიდა" ?! 


     სწორად ფიქრობენ, რომ "პირამიდა" ტოტალიზატორში ერთადერთი საშუალებაა მოსაგებად, მაგრამ არც ის დაგავიწყდეთ, რომ მანამადე აუცილებლად უნდა წააგოთ, შესაძლებელია 10-ჯერ, 15-ჯერ ან 25-ჯერ. ამ მეთოდით თამაშს მხოლოდ ორი რამ ჭირდება - ბევრი ფული და ნებისყოფა. მაგრამ სტიქიურად, ყველა ნიუანსის გაუთვალისწინებლად "პირამიდის" დაწყებამ შესაძლოა სერიოზული მატერიალური ზარალი მოგაყენოთ.

   პირველ რიგში უნდა გახსოვდეთ, რომ თანხა, რომელსაც ამ მეთოდით თამაშისთვის გამოვყოფთ, სხვა დანიშნულებით, თუნდაც დროებით არ უნდა მოვიხმაროთ. არ შეიძლება ამ თამაშის დაწყება, თუ თქვენ გიწევთ მოგზაურობა, მივლინებაში ყოფნა, ან ცხოვრობთ უახლოესი ტოტალიზატორის ბიუროდან რამდენიმე ათეული კილომეტრის მოშორებით. ამ ფაქტორებმა შეიძლება ხელი შეგიშალონ ფსონის დადებაში და არაა გამორიცხული, ეს სწორედ ის დღე აღმოჩნდეს, როდესაც "თქვენმა გუნდმა" ასე ნანატრი ფრე ითამაშა.

     ხშირად მოთამაშემ არც კი იცის, რა თანხა სჭირდება იმისთვის, რომ ვთქვათ 12 ტური ელოდოს სასურველ შედგეს. მით უმეტეს, რომ ფინანსური მზადყოფნა ყველაზე ხანგრძლივი დროისთვის არის საჭირო.

     გთავაზობთ ცხრილს, რომელშიც ნაჩვენებია, რა თანხაა საჭირო თამაშის დაწყებიდან ყოველ მომდევნო ტურამდე, როდესაც თქვენი მოგებით შეწყდება "პირამიდის" თამაში. თანხა გათვლილია იმ შემთხვევაზე, როცა საწყისი ფსონი 10 ლარია.

     მე-2 ტური- 20 ლარი; მე-3- 40; მე-4- 80; მე-5- 160; მე-6- 320; მე-7- 640; მე-8- 1280; მე-9- 2560; მე-10- 5120; მე-11- 10240; მე-12- 20480; მე- 13-40960 (+ეს თანხა ერთად შეკრებილი) და ა.შ.  გახსოვდეთ, თუ ბოლომდე ვერ მიჰყვებით ამ თამაშის პრინციპს, წყალში ჩაგეყრებათ მანმადე დადებული ყველა ფსონი. 



ტყდება თუ არა თამაშები ??? 


     ვიცი, ამ კითხვაზე ყველა მოთამაშეს ცალსახა პასუხი გააჩნია - დიახ. ცხადია, საწინააღმდეგოს არც მე დავამტკიცებ, თუმცა ამ "გატეხილ" თამაშებს ზოგჯერ ობიექტური ახსნა აქვს და მასში ტოტალიზატორების საღვარგარეთელი მამამთავრები როდი მონაწილეობენ.

     რა თქმა უნდა, დაუზუსტებელი ინფორმაციით, თითოეული ჩაწყობილი თამაში 300 000-დან რამდენიმე მილლიონ დოლარამდე ჯდება. აქედან გამომდინარე, სხვა ფაქტორებზეც რომ აღარაფერი ვთქვათ, ნათელია, რომ ყველა სათამაშო ტურში რამდენიმე თამაშის ყიდვა არც თუ ისე იოლი საქმეა. ასე რომ არ იყოს, თვითონ ჩვენ ტოტალიზატორებისკენ არც გავიხედავდით. მაშ რატომ აგებენ ფავორიტები სუსტ გუნდებთან?

     უპირველესად უნდა გავითვალისწინოთ, რომ ფეხბურთი გუნდური თამაშია და ხშირად ერთი წამყვანი ფეხბურთელის არასათანადო სათამაშო განწყობამაც კი შეიძლება მთლიანად მოშალოს გუნდის პოტენცია.    წარმოიდგინეთ:

     ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, როგორი სიტუაცია იქმნება გუნდში, როცა რამდენიმე დღეში მეტად პრინციპული საპასუხისმგებლო მატჩია ჩასატარებელი?  ვთქვათ, ჩემპიონთა ლიგაში!  ასეთ დროს გუნდის ხელმძღვანელობამაც რომ მოინდომოს (რაც ფაქტობრივად გამორიცხულია), მაინც ვერაფრით შესძლებენ ფეხბურთელის კონცეტრირებას ქვეყნის ჩემპიონატის რიგითი კალენდარული მატჩისთვის. იგივე შეიძლება იქვას მაშინაც, როცა გუნდი ასეთივე მატჩს (თუნდაც აუტსაიდერთან) უკვე გადატანილი ურთულესი შეხვედრის შემდეგ ატარებს.

     3-4 დღეში ფეხბურთელებმა შეიძლება აღიდგინონ კიდეც დაკარგული ფიზიკური ენერგია და წონა, მაგრამ მორალურ-ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ეს შეუძლებელია.    ამაზე თვით სტატისტიკაც მეტყველებს:

     პრინციპული თამაშების შემდეგ ჩატარებული კალენდარული მატჩებიდან, ბოლო სამი წლის განმავლობაში "რეალმა" ვერ მოიგო შეხვედრათა 84%-ი, "იუვენტუსმა"-65%, "ბარსელონამ"-82%... თითქმის ანალოგიური მაჩვენებელი აქვს "ბაიერნს", "ლიონს", "პორტოს", "ლაციოს" და სხვა გრანდებს. ეს სტატისტიკა, რომელიც გარკვეულწილად კანონზომიერებაშიც ჯდება, ობიექტურად უნდა აღვიქვათ.

     კიდევ რატომ "ტყდება" თმაშები? ამის მიზეზი გახლავთ ფეხბურთის განვითარების გლობალურობა. ის ქვეყნებიც კი, სადაც ცოტა ხნის წინ "ბურთი საზამთრო ეგონათ", დღეს ტოლს არ უდებენ საფეხბურთო ქვეყნებს. ამაღლდა საკლუბო ფეხბურთის დონეც და შემცირდა განსხვავება გუნდების კლასში. ამჟამად სულ რამდენიმე ქვეყანაღაა ევროპაში, სადაც ჩემპიონატში თითო-ოროლა გუნდს მიჰყავს "სტოსი" (შოტლანდია, ავსტრია, პოლონეთი, საბერძნეთი, ბელგია, პორტუგალია).

     დანარჩენი ქვეყნების უმაღლეს ეშელონებში ლიდერთა და აუტსაიდერთა შორის კლასში განსხვავება უმნიშვნელოა. ხშირად უმნიშვნელოა მათ შორის ქულათა სხვაობაც, მაგრამ სატურნირო ცხრილში დაკავებული ადგილების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მოგვეჩვენება, რომ ვთქვათ, მესამე ან მეოთხე ადგილოსანმა ფრანგულმა კლუბმა აუცილებლად უნდა მოუგოს შინ მეათე ან მეთერთმეტე ადგილზე მყოფ "მაჩანჩალას", მაგრამ ხშირად ასე არ ხდება და ეს ლოგიკურია.

     ასევეა ინგლისშიც, გერმანიაშიც, ესპანეთშიც და იტალიაშიც, სადაც ხშირად "აუტსაიდერები" ლიდერებს ამარცხებენ. უფრო მეტიც, ქვედა დივიზიონის კარგი გუნდები იოლად უსწორდებიან ზედა ეშელონების საშუალო დონის გუნდებს (სათასო მატჩების დროს). ჩვენ კი ვამბობთ, "ვიღაცამ გატეხაო". საკმარისია ასეთი მატჩები საკუთარი თვალით ვნახოთ, რომ ასეთი ეჭვი უმალ გაიფანტება. თუმცა არიან "სუპერნიჰილისტებიც", რომლებიც ხშირად "ამტკიცებენ", რომ თამაშის ბოლო წუთებზე 30-35 მეტრიდან ძელს მოხვედრილი ბურთები ფეხბურთელთა მაღალპროფესიულ დონეზე მოწყობილი სპექტაკლია, რომლის მიზანი შედეგის შემთხვევითობაში ჩვენი დარწმუნებაა.

     სხვა ახსნა აქვს ქვეყნის თასის, ლიგის თასის ან ასოციაციის თასის გათამაშებისას მომხდარ უჩვეულო შედეგებს. ასეთ დროს უნდა გავითვალისწინოთ, რომ ყველაზე მდიდარი საფეხბურთო ქვეყნის თასის გათამაშების საპრიზო ფონდი, ხშირად ერთი მაღალი კლასის ფეხბურთელის ერთი თვის ხელფასის ტოლიც არაა. მაშინ როცა ჩემპიონთა ლიგაში გუნდის წარმატების შემთხვევაში ფეხბურთელმა შესაძლოა წლიური ხელფასის სადარი პრემია მიიღოს.

     რომელი გუნდის ჭკუათმყოფელი მესვეური გაიმეტებს ძვირადღირებული ფეხბურთელის ძვირფას ფეხებს, არაფრის მომცემი სათასო მატჩისთვის. ამიტომაც უნდა ვიფიქროთ, რომ ასეთი თამაშები ხშირად თავისი ობიექტური ლოგიკით "ტყდება".

     ასევე უნდა ითქვას, რომ რაოდენ მაღალი კლასის გუნდიც უნდა იყოს, შეუძლებელია მთელი სეზონი (მით უმეტეს რამდენიმე ფრონტზე) ერთნაირი ძალისხმევითა და წარმატებით ჩაატაროს, ყველა გუნდს აქვს აღმავლობისა და ჩავარდნის პერიოდი. თუ მუდმივად საქმის კურსში იქნებით, აუცილებლად იგრძნობთ ამ პერიოდთა მონაცვლეობას.

     ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზებით სულაც არ ვაპირებთ იმის მტკიცებას, რომ თამაში არ ტყდება. ჩაწყობილი და გაყიდული თამაშების რიცხვი ლამის ოფიციალურად დგინდება ხოლმე სეზონის ბილოს იტალიაში, ინგლისში, ესპანეთში.. შორს რომ არ წავიდეთ, ასეთი მაგალითები ჩვენშიც შეიძლება მოვიძიოთ, თანაც ტოტალიზატორის გარეშეც.

     თუმცა, თუ მეტ სათამაშო ალღოს გამოვიჩენთ და მოყვანილ მოსაზრებებს ყურადღებით მოვეკიდებით, იმას მაინც შევძლებთ, რომ ასეთი თამაშები ჩვენი ინტერესის მიღმა დარჩნენ. ჩვენი მიზანიც ხომ ესაა. 



რა უპირატესობა აქვს "ცოცხალ" თამაშს? 


     უნდა ითქვას, რომ მოჩვენებითი სიიოლის მიუხედავად "ცოცხალი თამაში" რთულია და სათანადო გამოცდილებას საჭიროებს. თუმცა ასეთი თამაშის ზოგიერთი პუნქტი ("ვინ დაიწყებს თამაშს", "ვინ მოაწვდის პირველ აუტს", "იქნება თუ არა პენალტი" და ა.შ.) თითქმის არანაირ საფეხბურთო ცოდნას არ საჭიროებს და "არიოლი თუ რეშკას" თამაშს უფრო ჰგავს.



"ვინ მოაწვდის მეტ კუთხურს?" 


გუნდის თამაშის ხასიათიდან გამომდინარე უნდა განვსაზღვროთ მისი სტილი. თუ გუნდი შემტევ ფეხბურთს თამაშობს და ამასთან ერთად უპირატესობას ფლანგებიდან შეტევას ანიჭებს, შეგიძლიათ ფსონი ამ გუნდზე დადოთ. არ დაივიწყოთ მასპინძლის ფაქტორიც. მასპინძელი გუნდი უმეტეს შემთხვევაში მოვალეა შეუტიოს, ხოლო ვინც მეტ დროს შეტევაში ატარებს, მეტ კუთხურსაც ჩამოაწვდის.

 

გისურვებთ წარმატებებს!!!

"შემოდი და იხალისე" ზრუნავს შენი საუკეთესო განწყობისთვის!!!

ქართული სატელევიზიო არხები