ცხოველებზე, ფრინველებზე, მწერებზე

. თავ-მოგლეჯილი ტარაკანა "განაგრძობს" სიცოცხლეს და ბოლოს შიმშილით კვდება. 

. პეპელა გემოს ფეხებით შეიგრძნობს.

. ღორებს არ შეუძლიათ შეხედონ ცას.

. ღორების ორგაზმი 20 წუთს გრძელდება. (მე არ შემიმოწმებია, წავიკითხე) :)

• კენგურუ ვერ ხტება, თუ მისი კუდი მიწას არ ეხება.

. კენგურუების ჯგუფს “ბრბო” , “გროვა” ეწოდება.

• ბუების ჯგუფს "პარლამენტი” ეწოდება.

. მარტორქების ჯგუფს “შეჯახება” ეწოდება.

. იხვს არ შეუძლია სიარული თავის ქნევის გარეშე.

. იხვების ყიყინს ექო არ იმეორებს, არავინ იცის, რატომ. 

. ქათმის ყველაზე დიდი გაფრენა იყო 13 წამი. (პანჩურით ფრენა არ ითვლება) 

. ნიანგი ვერ ამოძრავებს ენას. 

• ვირთხა უფრო დიდ ხანს ძლებს წყლის გარეშე, ვიდრე აქლემი.

. აქლემები კუზის კარეშე იბადებიან. 

. ყველა მწერს აქვს 6 ფეხი. 

. ნემსიყლაპიას აქვს 6 ფეხი მაგრამ ვერ დადის. 

. დედალი ტერმიტი 30 000 კვერცხს დებს დღეში. 

• ფარშევანგის კვერცხის მოხარშვას 4 საათი ჭირდება. 

. სირაქლემას კვერცხი 1,5 კილოგრამია. ეს კი 24 ცალი ქათმის კვერცხის ტოლფასია. 

. ბაყაყს არ შეუძლია გაცუროს თვალ გახელილმა.

. ბაყაყს არ შეუძლია დალევა. (ის წყალს შეიწოვს კანიდან) 

. სპილო დღეში დაახლოებით 225 კილოგრამ საკვებს მიითმევს. ერთ ჯერზე კი 135 ლიტრი წყლის დალევა შეუძლია. 

• სპილო ერთადერთი ცხოველია, რომელსაც ხტუნვა არ შეუძლია. 

. ჟირაფებს ცურვა არ შეუძლიათ. 

. ჟირაფს შეუძლია გამოიწმინდოს ყურები 21 სანტიმეტრიანი ენით. :) 

. ჟირაფის კისერი დაახლოებით 2,5 მეტრი და 11 კილოგრამის იწონის. 

. ბეღურას უფრო მეტი კისრის მალა აქვს, ვიდრე ჟირაფს. 

. ყველაზე პატარა ჩიტს - კოლიბრს სიარული არ შეუძლია. 

. კოლიბრი იმდენად პატარა ჩიტია, რომ ხშირად ობობას ქსელში ეხვევა და თავს ვეღას აღწევს. 

. კოლიბრი არის ერთადერთი ჩიტი, რომელსაც უკან ფრენა შეუძლია. 

. კოლიბრის გულის ცემა წუთში შეადგენს 1,000-ს. 

• ვეშაპის გული წუთში მხოლოდ 9-ჯერ სცემს. 

. ზვიგენი იძულებულია სულ იმოძრაოს. მინიმუმ 3 კმ/საათში მაინც. სხვანაირად მის ორგანიზმს საჭირო ჟანგბადი არ მიეწოდება.

. ძილის დროს დელფინი ორივე თვალს არასოდეს ხუჭაავს.

. დელფინი 200 მეტრის სიღრმეზე ჩადის და 15 წუთი შეუძლია გაძლოს ზედაპირზე ამოსვლისა და ჩასუნთქვია გარეშე.

. დათვს აქვს 42 კბილი. 

.თეთრ დათვს ძალიან კარგი ყნოსვა აქვს. მას შეუძლია 30 კილომეტრზე იგრძნოს ზვიგენის გვამის სუნი. 1 მეტრიანი ყინულის ქვეშ მყოფ სელაპსაც სუნით გრძნობს. 

. ჭიანჭველას არასოდეს არ სძინავს. 

. ცხოველთა შორის ყველაზე მძინარა, კოალაა. მას დღე ღამეში 18 - 22 საათი ძინავს. თუ გავითვალისწინებთ, რომ კოალას სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 15 წელია, გამოდის, რომ სიცოცხლეში დაახლოებით 13 წელს ძილში ატარებს. 

. გორილებს დღეში 14 საათი სძინავთ. 

. ლოკოკინას შეუძლია იძინოს 3 წელი. 

. თეთრი კატები, ცისფერი თვალებით ხშირად ყრუები არიან. 

. კატას აქვს 32 კუნთი თითოეულ ... ყურზე. 

. აფრიკულმა,ნაცრისფერმა თუთუყუშებმა იციან 200-მდე სიტყვა. 

. ენოტი საკვებს რეცხავს და ისე მიირთმევს. მას ურჩევნია შიმშილით მოკვდეს, ვიდრე მანამ შეჭამოს რამე, ვიდრე მას წყალში არ გაავლებს და კარგად არ გაასუფთავებს. 

. სამეფო არწივი, მთელი ცხოვრებას ერთ პარტნიორთან ატარებს და არც ბუდეს იცვლის. 

. 1 გრამი თაფლის დამზადებისთვის, ფუტკარი 7 500 ყვავილისგან იღებს ნექტარს. 

. ნიანგის სქესი დამოკიდებულია ინკუბაციის პერიოდში ტემპერატურაზე. თუ კვერცხი 30°C- ზე ნაკლებ ტემპერატურაზე იჩეკება, ნიანგი დედალია, ხოლო 30°C გრადუსზე მეტ ტემპერატურაზე, მამალი ნიანგები იჩეკებიან. კვერცხის ტემპერატურას განსაზღვრავს დედა. ზოგიერთ კვერცხს უფრო ღრმად მარხავს, ზოგიერთს კი უფრო ზედაპირულად.
"შემოდი და იხალისე" ზრუნავს შენი საუკეთესო განწყობისთვის!!!

ქართული სატელევიზიო არხები