საუკუნეების განმავლობაში სხვადასხვა ქვეყნები იშლებოდნენ ნაწილებად, ერთიანდებოდნენ, ან უბრალოდ, სახელს იცვლიდნენ.

 წარმოგიდგენთ ქვეყნების სიას , რომლებიც დღეს აღარ არსებობენ:

აბისინია: 

   თანამედროვე ეთიოპიის სახელწოდება მე-20 საუკუნის დასაწყისამდე.

ავსტრია-უნგრეთი (იგივე ავსტრია-უნგრეთის იმპერია): 

   დაარსდა 1867 წელს. მის შემადგენლობაში შედიოდა არა მარტო ავსტრია და უნგრეთი, არამედ ჩეხეთის, პოლონეთის იტალიის და ბალკანეთის გარკვეული ნაწილი. ავსტრია-უნგრეთის იმპერია დაიშალა პირველი მსოფლიო ომის დასასრულს. 

ბენგალია: 

   დამოუკიდებელი ქვეყანა 1338-1539 წლებში. დღეს ის წარმოადგენს ინდოეთისა და ბანგლადეშის ნაწილს. 

ბირმა: 

   დღევანდელი მიანმარი (მიანმი). ქვეყანამ ოფიციალურად შეიცვალა სახელი 1989 წელს, მაგრამ ზოგიერთი ქვეყანა დღესაც ძველი სახელით მოიხსენიებს. 

კატალონია: 

   ესპანეთის ავტონომიური ოლქი. კატალონია დამოუკიდებელი სახელმწიფო იყო 1932-1934 და 1936-1939 წლებში. 

ცეილონი: 

   იგივე, შრი-ლანკა. ქვეყანამ სახელი შეიცვალა 1972 წელს. 

კორსიკა: 

   ეს არის კუნძული ხმელთაშუა ზღვაში, რომელიც საუკუნეების განმავლობაში სხვადასხვა ქვეყნების მფლობელობას წარმოადგენდა. მაგრამ იყო პერიოდები როცა დამოუკიდებელ ქვეყანას წარმოადგენდა. დღეს კორსიკა საფრანგეთის კუთვნილებაა. 

ჩეხოსლოვაკია: 

   მშვიდობიანად დაიშალა ორ ქვეყანად 1993 წელს. დღევანდელი ჩეხეთი და სლოვაკეთი. 

აღმოსავლეთ გერმანია და დასავლეთ გერმანია: 

   გაერთიანდა 1989 წელს. 

ჰავაი: 

   ეს კუნძულოვანი ქვეყანა წარმოადგენდა სამეფოს, რომელიც დამოუკიდებელ ქვეყნად 1840 წელს აღიარეს. 1898 წელს დაიპყრო აშშ-მ და დღეს მისი ერთ-ერთი შტატია. 

   ნიუფაუნდლენდი: 

   1907 -1949 წლებში წარმოადგენდა დამოუკიდებელ ერთეულს. 1949 წელს კი შეუერთდა კანადას. 

ოტომანების იმპერია: 

   ცნობილია როგორც თურქეთის იმპერია. დაარსდა მე-12 საუკუნეში და მოიცავდა შემდეგ ტერიტორიებს: დღევანდელი თურქეთი, უნგრეთი, ბალკანეთი, ჩრდილოეთ აფრიკა, ახლო აღმოსავლეთი და რუსეთის ნაწილი. იმპერია აღარ არსებობს 1923 წლიდან. ამ პერიოდიდან თურქეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა. 

სპარსეთი: 

   სპარსეთი - ხმელთაშუა ზღვიდან ინდოეთამდე ტერიტოტიას მოიცავდა. დღევანდელი ირანის სახელმწიფო სწორედ სპარსეთის მემკვიდრეა. ის ატარებს ირანის სახელს მე-16 საუკუნიდან. 

პრუსია: 

   არსებობდა 1660 წლიდან და თავისი ზენიტის პერიოდში მოიცავდა დღევანდელი გერმანიის 2/3 ნაწილს და დასავლეთ პოლონეთს. აღარ არსებობს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. 

სიამი: 

   დღევანდელი ტაილანდი. სახელი შეიცვალა 1939 წელს. 

ტექსასი (იგივე - ტეხასი): 

   ტექსასის რესპუბლიკამ მიიღო დამოუკიდებლობა 1836 წელს მექსიკისაგან და იარსება 1845 წლამდე. დღეს აშშ-ს შტატია. 

ტიბეტი: 

   დამოუკიდებელი სახელმწიფო მე-7 საუკუნიდან. 1950 წელს დაიპყრო ჩინეთმა და დღეს წარმოადგენს ავტონომიურ რეგიონს. 

   იუგოსლავია: 

   დაიშალა 1990 წელს, შემდეგ სახელმწიფოებად: ბოსნია, ხორვატია, მაკედონია, სერბეთი, სლოვენია, მონტენეგრო. 

 

   და  ბოლოს, 

საბჭოთა კავშირი:

   დაიშალა 15 დამოუკიდებელ სახელმწიფოდ 1991 წელს : რუსეთი, უკრაინა, ლიტვა, ლატვია, ესტონეთი, მოლდოვა, ბელორუსია, საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი, თურქმენეთი.

თქვენი კომენტარი :

Комментарии не найдены.

Новый комментарий

"შემოდი და იხალისე" ზრუნავს შენი საუკეთესო განწყობისთვის!!!

ქართული სატელევიზიო არხები