ანდორის სამთავრო

ანდორის სამთავრო

დედაქალაქი: ანდორა-ლა-ველა;  ფართობი - 450 კვ.კმ.  მოსახლეობა - 71.8 ათასი;  ოფიციალური ენა - კატალანური;  ვალუტა - ევრო (EUR);  ქვეყნის კოდი - AND;  Internet TLD - .ad;  სატელეფონო კოდი - 376.

ს ა ხ ე ლ წ ო დ ე ბ ა  :

     ოფიციალური - ანდორის სამთავრო. ეროვნული – Andorra, Principat d'Andorra (კატალონიურად);  Andorra, Principado de Andorra (ესპანურად);  Andorre, Principaute d'Andorre (ფრანგულად).

      ოფიციალური ვერსიით, სახელი მიღებულია ორი იბერიული სიტყვის შერწყმით: ando - „ზემო“ და ore - „რკინა“. მართლაც, ქვეყანა მდიდარია რკინის მადნით. მეორე ვერსია მას კელტური სიტყვებით ხსნის: an - „ქროლა“ და dor - „კარი“. ეს განმარტებაც სინამდვილეს შეეფერება.

     ქვეყანა მდებარეობს პირენეის მთებში, საფრანგეთსა და ესპანეთს შორის. ფართობი - 450 კვ.კმ.

ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო :

     სახელმწიფო სისტემა - განვითარებადი დემოკრატია - საპარლამენტო სამთავრო, ესპანეთისა და საფრანგეთის პროტექტორატის ქვეშ. სახელმწიფოს მეთაური - ჟოან ენრიკ ვივეს სისილია (Joan Enric Vives SICILIA, ურხელის ეპისკოპოსი) და ფრანსუა ოლანდი (Nicolas Sarkozy, საფრანგეთის პრეზიდენტი). საკანონმდებლო ორგანო - ერთპალატიანი გენერალური საბჭო (Consell General de las Valls, 28 წევრი). ადმინისტრაციული დაყოფა - 7 რაიონი (parroquia).

 

დ ე მ ო გ რ ა ფ ი ა :

     მოსახლეობა - 71.8 ათასი (2003),  მათ შორის  ესპანელები - 43%,  ანდორელები - 33%,  ფრანგები - 7%.   სახელმწიფო ენა - კატალანური.  გავრცელებული ენები - ესპანური და ფრანგული.  რელიგია - კათოლიციზმი.  დედაქალაქი - ანდორა ლა ველა (16 ათასი).

ე კ ო ნ ო მ ი კ ა :

     თამბაქოს ექსპორტი და ტურისტული ინდუსტრია. რესურსები - ჰიდროენერგია, მინერალური წყალი, საშენი ხე-ტყე, რკინის მადანი, ტყვია.  ვალუტა - ევრო (EUR).

 

ი ს ტ ო რ ი ა :

     დამოუკიდებელი სამთავროა 1278 წლიდან. 1976 წელს - შეიქმნა პირველი პოლიტიკური პარტია, პირველი პრემიერ-მინისტრი დაინიშნა 1981 წელს. 1993 წელს რეფერენდუმით მიღებულ იქნა ქვეყნის პირველი კონსტიტუცია.

 

მ ე მ კ ვ ი დ რ ე ო ბ ა :

     II ს-ის ორი მოქმედი რომაული თაღოვანი ხიდი, არაბული ციხის ნანგრევები (VIII ს.), გრაფ დე ფუას ციხე-კოშკი (XII ს.), მთავრობის რეზიდენცია - «ველების სახლი».

 

ც ნ ო ბ ი ლ ი   ა ნ დ ო რ ე ლ ე ბ ი :

     ბორის დე სკოსირევი (რუსი ემიგრანტი, 1934 წელს თავი გამოაცხადა ანდორის მეფედ),  რენე ბალარი (საპატიო მოქალაქე, ანდორაში აღადგინა წესრიგი 1933 წელს),  ფილიპ ვოლფი (მელიევალისტი, საფრანგეთის აკადემიის წევრი).

 

 

დააკომენტარე "ანდორის სამთავრო" :

Комментарии не найдены.

Новый комментарий

"შემოდი და იხალისე" ზრუნავს შენი საუკეთესო განწყობისთვის!!!

ქართული სატელევიზიო არხები