ა ნ ე კ დ ო ტ ე ბ ი   ს ვ ა ნ ე ბ ზ ე :

სვანი მეკობრეობას გადაწყვიტავს და თვალს ამოითხრის.

     სვანმა თავი მოიკლა და 9 ტყვია ამოუღეს თავიდან.

     სვანს ფეხსაცმელი მოუჭერს და ტკივილგამაყუჩებელს დალევს.

   სვანი თუთიყუშს იყიდის, და ერთ თვეში სვანი ლაპარაკს ისწავლის.

     სვანი ფარდას აუთოვებს და გადავარდება…

     სვანს თავისი ხვრინვა შეაწუხებს და მეორე ოთახში გავა.

     სვანმა ფული იპოვა, დათვალა და გაბრაზდა:
   - აკლია, ამის დედაც…

     სვანი დაფიქრდა… მოეწონა და ისევ დაფიქრდა…

     სვანი ბამბის ნაყინს იყიდის და ყურებს გამოიწმენდავს.

      სვანი დაინახავს მონაზონს და გაიფიქრებს: დედალი მღვდელი!

     სვანს სუნთქვა დაავიწყდება და მოკვდება.

     სვანი არჩევნებზე ფარგალს წაიღებს შემოსახაზად.

     სვანი "ვეფხისტყაოსანს" ზეპირად ისწავლის და ხელზე ჯვარს დაისვავს, არ დამავიწყდესო.

      სვანი შარვალს ფენს.  გადაუვარდება აივნიდან და გაიფიქრებს: – კიდე კაი ზედ არ მეცვაო.

     სვანს ეკთხებიან:
   - გუშინ შენი კატა ასე საშინლად რატომ ჭყაოდაო?
   - იმიტომ, რომ ვბანდიო.
   - შენ ვის ატყუებ? მეც მყავს კატა და მეც ვბან, მაგრამ ასე არ ჩხავისო.
   - ეეე... შენ, ძმაო, ალბათ არ წურავო.

    სვანიმიდის საქეიფოდ და მამს ეტყვის:
   – ამაღამ ნასვამი რომ მოვალ, არ მცემო.
   დილით გაიღვიძებს და მაგარი ნაცემია. დაუძახა მამამისს:
   – ხომ გთხოვე, არა მცემო-მეთქი?
   – შვილო, ღამის ოთხ საათზე რომ მოხვედი, არაფერი გითხარი; დედა რომ მაგინე, გაპატიე; ჭურჭელი რომ დაამსხვრიე, გაპატიე; კუთხეში რომ დამაყენე და პანჩურებს რომ მირტყამდი, გაპატიე, მაგრამ, შუა ოთახში რომ მოისაქმე, მერე შიგ ასანთის ღერები რომ ჩააწყვე და თქვი ეს ზღარბი დღეიდან ჩვენთან იცხოვრებსო, ვეღარ მოვითმინე!

     გადავირიე, კაცო, გუშინ ეს რა წავიკითხე… - ამბობს სვანი,  - ქვრივი ქალები ქმრებზე დიდ ხანს ცხოვრობენ თურმე...

     სვანს ურტყავენ, აწამებენ პოლიციელები: - შავებს შეაგინე, თორე ციხეში ჩაგსვავთო. სვანი კიდე არაფრის დიდებით არ აგინებს ქურდებს. მაგარს სცემენ სვანს, დაალილავებენ, მარა ბოლოს, მაინც რო არ შეაგინებს, ჩასვავენ ციხეში.
   ციხეში სვანს ქურდები ეუბნებიან: ჩვენი ძმა ხარ, რო არ შეგვაგინე, მაგარი კაცი ხარო!
   სვანი პასუხობს: -  პროსტო, პრინციპის საკითხი იყო, თორე, თქვენი დედის მუ..ებიც არ მოვ...ნ-ო!

     
 

     ბაზარზე იყიდება ტვინები და კაცი ათვალიერებს. ყველაზე ძვირი სვანის ტვინი ღირს. კაცს გაუკვირდა და გამყიდველს ეკითხება:
   – სვანის ტვინი რატომ ღირს ყველაზე ძვირი?
   გამყიდველი: – უხმარია და იმიტომ.

     სვანი ცოლს მოიყვანს და როცა განმარტოვდებიან ეკითხება:
   – ქალწული ხარ?
   – არა, -პასუხობს ცოლი.
   ამოიღებს სვანი ხანჯალს და მოუქნევს…
   ქალი კვდება და განწირული ხმით ამბობს:
  – თხის რქა ვარ. . .

     სვანი მანქანით მიდის. საბურავი გაუსკდება, ხეს შეეჯახება და მოკვდება.

   საფლავზე დააწერენ: - დაიბადა და გარდაიცვალა რეზინის გახვრეტის გამოოოოო...

     სვანი და რაჭველი ჯიხვზე ნადირობენ კლდეებში. გადავარდა რაჭველი… სვანი უყვირის.
   _ როგორ ხარ, ხელი ხო არ მოიტეხე?
   _ არა!
   _ ფეხი ხო არ მოიტეხე?
   _ არა!
   _ აბა, რა მოიტეხე?
   _ დამაცა, კაცო, ჯერ დავეცე!

     სვანს ეკითხებიან
   -თაგვს რა ქვია რუსულადო?
   -მიშკაო.
   -ვირთხასო?
   -მიხეილიო.

     სვანი ბათუმში მაგარ სასტუმროში დასასვენებლად ჩავიდა და ორი დღის მანძილზე აუზიდან არ ამოდის: სულ ყვინთაობს და ყვინთაობს.  ბოლოს როგორც იქნა ამოძვრა და სასტუმროს მფლობელს ეკითხება:
   -ამ ბასეინში კაფელი ვინ გააკეთა?! ?
   -ვიღაც ჟორამ, - ეუბნება პატრონი.
   სვანი: მაგარი დიხანიე კი ჰქონია და!?

სვანს და მოუკვდება, ადგება და სიძეს მოკლავს.
     სასამართლოზე მოსამართლე ეკითხება, - რატომ მოკალი შენი სიძეო?
     სვანმა უპასუხა: - და აღარ მყავს და სიძე რა ჩემ ფეხებად მინდაო.

     სამი სვანი სადგურიდან ახლად დაძრულ მატარებელს მისდევს. ორი შეახტება, ერთი ვერ დაეწევა, დგას და იცინის. სადგურის მორიგე ეკითხება:
   - რა გაცინებს?
   - ის ორი მე მაცილებდა!

     სვანი მიდის სახლში და ცოლს ეუბნება:
   -იცი, დღეს ტაქსის მძღოლი გადავაგდეო.
   ცოლი ეკითხება: როგორო?
   სვანი პასუხობს: ფული მივეცი და ტაქსში არ ჩავუჯექიო.

    სვანი კარადის თავზე აძინებს პატარას. მეზობლებმა ჰკითხეს, მანდ რატომ აძინებო?
და აბა, ლოგინიდან რომ ვარდება, ხმა არ მესმის და გაცივდება ბავშვი იატაკზეო.

     სვანი 50 წლის გახდა. ტორტი გამოუცხვეს და 50 სანთელი აუნთეს.
   სვანი გამოექანა და ტორტს გადაახტა, - ჭია-კოკონობა მეგონაო.

"შემოდი და იხალისე" ზრუნავს შენი საუკეთესო განწყობისთვის!!!

ქართული სატელევიზიო არხები